
ავტორი
Front News საქართველო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილთან ერთად ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან თათბირი გამართა.
თათბირზე ისაუბრეს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის საკითხებზე.
აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე, რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, საგზაო ინფრასტრუქტურა მუნიციპალიტეტის 10 სოფელში ეწყობა.
მერის წარმომადგენლებს დასაქმების სახელმწიფო პროგრამის შესახებ საჭირო განმარტებები მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური სამსახურის უფროსმა ნათია ჩაკვეტაძემ გააცნო.
თათბირზე ასევე განიხილეს უსახური შენობების აღრიცხვის და სხვა მიმდინარე საკითხები.
თაგები:
წყალტუბო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს