Logo

გენო პეტრიაშვილი - ჩვენი გუნდი მზად არის, პირდაპირი კომუნიკაციით გაიგოს ახალგაზრდების საჭიროება, პრობლემა და გამოწვევა

პოლიტიკა
145
Frontnews image description

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გენო პეტრიაშვილი “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის პირველ კონფერენციას დაესწრო, რომელიც ბათუმში, აჭარის რეგიონის სტუდენტებთან გაიმართა.

ის მზაობას გამოთქვამს, რომ ყველა შეხვედრას დაესწრება, რადგან აჭარაში პირველმა კონფერენციამ დაარწმუნა, რომ მსგავსი შეხვედრები, მსგავსი დისკუსიები აუცილებელია ჯანსაღი პოლიტიკური პროცესისათვის.

"დღეს ბათუმში ვიყავი, სადაც ჩვენი დიდი ოჯახის, “ქართული ოცნების” ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ და პირადად ჩემმა მეგობარმა, ვარლამ ლიპარტელიანმა რეგიონული კონფერენციები დაიწყო. მიზანი არის მარტივი - ჩვენი გუნდი მზად არის, პირდაპირი კომუნიკაციით გაიგოს ახალგაზრდების საჭიროება, პრობლემა და გამოწვევა. მე პირადად, ახალგაზრდული ორგანიზაციის ყველა შეხვედრას დავესწრები, რადგან აჭარაში პირველმა კონფერენციამ დამარწმუნა, რომ მსგავსი შეხვედრები, მსგავსი დისკუსიები აუცილებელია ჯანსაღი პოლიტიკური პროცესისათვის", - წერს პეტრიაშვილი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები