
ავტორი
Front News საქართველო
რაც დღეს საზოგადოებამ ნახა არის ფაშიზმის კიდევ ერთი მაგალითი! ყოველგვარ ზღვარს გასცდა თქვენი უღირსი საქციელი! – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გენო პეტრიაშვილი მის მიმართ აქციის მონაწილეების შეძახილებს საქართველოს პარლამენტთან.
როგორც პეტრიაშვილი აღნიშნავს, გმირია პოლიციელი, ყველა სამართალდამცავი და ყველა ის ადამიანი, რომელიც სამშობლოს ემსახურება უანგაროდ და უღალატოდ, ხოლო ოპოზიციის წარმომადგენლები ისტორიას დარჩებიან როგორც გამყიდველები.
„მოგესალმებით! მინდა დღევანდელ ინციდენტს ორი სიტყვით შევეხო! ყოველგვარ ზღვარს და მორალს გასცდა ამათი უმსგავსობა! მოღალატე და გამყიდველი უწოდო ადამიანს, რომელმაც ძალიან დიდი ტკივილის ფასად დაიცვა სამშობლოს და ჩვენი ქვეყნის ღირსება, არის უმსგავსობა და უღირსი საქციელი რაზეც პასუხს აგებს ყველა! რაც დღეს საზოგადოებამ ნახა, არის ფაშიზმის კიდევ ერთი მაგალითი!
ყოველგვარ ზღვარს გასცდა თქვენი უღირსი საქციელი! თქვენ აგენტებო და ფულზე გაყიდულებო! დიახ, გმირია პოლიციელი და ყველა სამართალდამცავი! დიახ, გმირია ყველა ის ადამიანი, რომელიც სამშობლოს ემსახურება უანგაროდ, უღალატოდ! თქვენ კი დარჩებით ისტორიას როგორც გამყიდველები! დიდება ჩვენს გმირებს, დიდება ჩვენს სამშობლოს!“ – წერს გენო პეტრიაშვილი.
თაგები:
გენო პეტრიაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს