"ბორჯღალოსნებმა" ტონგა 55:31 დაამარცხეს

ავტორი
Frontnews საქართველო
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ერთა თასზე თბილისში ტონგას უმასპინძლა და მე-300 მატჩი მოგებით დაასრულა.
მსოფლიო რაგბის 2026 წლის ერთა თასის ფარგლებში "ბორჯღალოსნებმა" ტონგას უმასპინძლეს ავჭალის სტადიონზე და მეტოქე ანგარიშით 55:31 დაამარცხეს.
მომდევნო მატჩს "ბორჯღალოსნები“ 21 ნოემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე აშშ-ის ნაკრებთან გამართავენ.
თაგები:
რაგბი




