
ავტორი
Front News საქართველო
უშბაზე ექსპედიციის დროს ალპინისტი ნიკოლოზ ფალიანი დაიღუპა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სვანეთში, უშბის მთაზე ქვეითად გადაადგილდებოდა ოთხი პიროვნება, რომელთაგან ერთ-ერთი მათგანი გადავარდა სიმაღლიდან.
"საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, სვანეთში, უშბის მთაზე ქვეითად გადაადგილდებოდა ოთხი პიროვნება, რომელთაგან ერთ-ერთი მათგანი გადავარდა სიმაღლიდან. უმოკლეს დროში, მეხანძრე-მაშველების მიერ მოხდა ძებნა-შველის ღონისძიების დაგეგმვა და თბილისიდან გაფრინდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების ჯგუფთან ერთად. მეხანძრე-მაშველების მიერ, 3 600 მეტრის სიმაღლეზე, სამაშველო ღონისძიების ფარგლებში მოხდა სამი პიროვნების უვნებლად აყვანა ვერტმფრენში და გარდაცვლილი პიროვნების ცხედრის ნახვა. გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი ჩასვენებულია მესტიაში“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს