Logo

გერმანიამ გაზსადენი Nord Stream 2-ის სერტიფიცირება შეაჩერა

მსოფლიო
22.02.2022 / 15:48
368
Frontnews image description

გერმანიამ გაზსადენი Nord Stream 2-ის სერტიფიცირება შეაჩერა. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა.

 

გერმანიის კანცლერის თქმით, კრიზისული პირობების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე Nord Stream 2 ვერ გაგრძელდება, რის გამოც, მისი დამტკიცების პროცესი შეჩერდა.

 

Nord Stream 2-ის გაზსადენით რუსული ბუნებრივი აირი გერმანიას უკრაინის ტერიტორიის გვერდის ავლით უნდა მიეღო.

Advertisement