Logo

გერმანიაში ავტომობილი ხალხში შევარდა - დაშავებულებს შორის მძღოლის ცოლი და ქალიშვილიც არიან

მსოფლიო
804
Frontnews
გერმანიაში ავტომობილი ხალხში შევარდა - დაშავებულებს შორის მძღოლის ცოლი და ქალიშვილიც არიან

გერმანიის ქალაქ პასაუში ავტომობილი მანქანა ხალხის ჯგუფს შეეჯახა, რის შედეგადაც სულ მცირე ხუთი ადამიანი დაშავდა.

დაშავებულებს შორის მძღოლის 38 წლის მეუღლე და მისი 5 წლის ქალიშვილი არიან. ამჟამად ყველა დაშავებული საავადმყოფოში გადის მკურნალობას.

48 წლის მძღოლი ამ დროისთვის დაკავებულია.

პოლიცია არ გამორიცხავს, ​​რომ მამაკაცი განზრახ შევარდა ხალხში. სამართალდამცველები ამჟამად მძღოლის პირად მოტივს განიხილავენ, რომელიც სავარაუდოდ, აფექტის მდგომარეობაში იმყოფებოდა.

თაგები:

გერმანია
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები