გერმანიის საელჩო – გერმანიის საელჩოში დროშა დაშვებულია, საბერიოში მომხდარმა წარმოუდგენელმა ტრაგედიამ ყველა შეგვძრა


ავტორი
Front News საქართველო
დღეს, 9 იანვარს, გერმანიის საელჩოში დროშა დაშვებულია, სოფელ საბერიოში მომხდარმა წარმოუდგენელმა ტრაგედიამ ყველა შეგვძრა, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის საელჩო წერს.
საელჩო სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახს და ქართველ ხალხს.
“დღეს, 9 იანვარს, გერმანიის საელჩოში დროშა დაშვებულია. სოფელ საბერიოში მომხდარმა წარმოუდგენელმა ტრაგედიამ ყველა შეგვძრა. ამ მძიმე დღეებში გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახს და ქართველ ხალხს”, – აღნიშნულია განცხადებაში.
დროებით ოკუპირებულ გალის რაიონის სოფელ საბერიოში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 5 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ დღეს დაკრძალავენ.
თაგები:
გერმანიის საელჩო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს