Logo

ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე პატრიარქი წირვას ბათუმის საკათედრო ტაძარში აღავლენს

საზოგადოება
190
Frontnews
ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე პატრიარქი წირვას ბათუმის საკათედრო ტაძარში აღავლენს

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III ბათუმის საკათედრო ტაძარში წირვას აღავლენს. 

დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარსა თუ მონასტერში საზეიმო წირვა მიმდინარეობს.

ღვთისმშობლის შობა 12 საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია, რომელსაც მართლმადიდებლური ეკლესია 21 სექტემბერს აღნიშნავს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები