გია ჯაფარიძე - ევროკავშირს თავის ისტორიაში არ ახსოვს, რომ ასეთი კომპრომისები გაეკეთებინა ასეთ რეჟიმებთან და არც ახლა აპირებს

ავტორი
Frontnews საქართველო
დღეს ჩვენ ვნახეთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ "ქართული ოცნება" შეცვლის ქცევას, ევროპის კავშირი მზად არის, ურთიერთობები განაახლოს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გია ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სანამ საქართველოში ასეთი ვითარებაა, ევროკავშირი დიდ კომპრომისებზე წასვლას არ აპირებს.
"დღეს ჩვენ ვნახეთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ "ქართული ოცნება" შეცვლის ქცევას, ევროპის კავშირი მზად არის, ურთიერთობები განაახლოს. კალასის განცხადებაში, ალბათ, ისიც იკითხება, რომ ევროპის კავშირში აზრი საქართველოსთან მიმართებაში არის გაყოფილი, არის ქვეყნების ჯგუფი, რომლებიც ეწინააღმდეგება "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებზე სანქციების დაწესებას, ასევე, არის ჯგუფი, რომელიც ამ სანქციების მომხრეა.
არის ქვეყნები, რომლებიც აცნობიერებენ საქართველოს გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ მნიშვნელობას ევროპის კავშირისთვის და ასეთი ქვეყნები ძალიან ბევრია და ასევე, არის, რა თქმა უნდა, ევროპის კავშირისთვის სასურველი, რომ საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა იყოს გამოყენებული ევროკავშირის ინტერესებისთვის, რაც ორმხრივად სასარგებლო იქნება - ჩვენთვისაც და მათთვისაც, მაგრამ ამავდროულად, ისინი აცნობიერებენ იმასაც, რომ საქართველოს ამ ხელისუფლებას ჰყავს პოლიტიკური პატიმრები, მასობრივად არღვევს ადამიანის უფლებებს, წამლავს, აწამებს, უკანონოდ აპატიმრებს, დემოკრატიის ასეთი უკუსვლაა და სანამ ასეთი ავტორიტარული რეჟიმია ქვეყანაში. ევროკავშირს თავის ისტორიაში არ ახსოვს, რომ ასეთი კომპრომისები გაეკეთებინა ასეთ რეჟიმებთან და არც ახლა აპირებს, ეკონომიკური სარგებლის სანაცვლოდ, ასეთ კომპრომისზე წავიდეს", - განაცხადა გია ჯაფარიძემ.
თაგები:
გია ჯაფარიძე




