
ავტორი
Front News საქართველო
ნაურუს მიერ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასთან და ცხინვალის რეგიონთან "დიპლომატიური ურთიერთობების" გაუქმება არის ამერიკული და ევროპული დიპლომატიის დამსახურება და გამარჯვება, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გია ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამიტომ არის საჭირო აშშ-თან და ევროპის კავშირთან პარტნიორობა.
"ნაურუს მიერ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასთან და ცხინვალის რეგიონთან "დიპლომატიური ურთიერთობების" გაუქმება არის ამერიკული და ევროპული დიპლომატიის დამსახურება და გამარჯვება.
არაღიარების პოლიტიკა ამდენი ხანი ამერიკელების და ევროპელების დახმარებით არის წარმატებული.
ამიტომ არის საჭირო აშშ-თან და ევროპის კავშირთან პარტნიორობა, ევროპის კავშირსა და ნატოში გაწევრიანება, სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და ეროვნული თვითმყოფადობა რომ შევინარჩუნოთ, რასაც რუსეთი და ივანიშვილის ოჯახი გვართმევს.
ნუ ბოდავთ, რა ქართული დიპლომატიის გამარჯვება. სადღაა ქართული დიპლომატია, რუსეთის მიდ-ის ქვეგანყოფილებად არის ქცეული ბოჭორიშვილის დაბალი მოდის კანტორა“, - განაცხადა გია ჯაფარიძემ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნაურუს რესპუბლიკამ ოკუპირებულ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა.
თაგები:
გია ჯაფარიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს