Logo

გია ჯაფარიძე - რაღაცის დასაწყისთან გვაქვს საქმე, ახლა ეს როგორ განვითარდება, მხარეებზეა დამოკიდებული, ასევე საერთაშორისო ვითარებაზე

პოლიტიკა
137
Frontnews image description

თუ აქამდე ატყუებდა ივანიშვილი დასავლეთს, ის ახლაც შეძლებს დასავლეთი მოატყუოს, შექმნის რაღაც დინამიკის აღქმას, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გია ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ ევროპის კავშირი, ევროპული საბჭო და აშშ  უფრო მკაცრი იქნება "ქართულ ოცნებასთან" მიმართებაში.

"რაღაცის დასაწყისთან გვაქვს საქმე, ახლა ეს როგორ განვითარდება, უკვე მხარეებზეა დამოკიდებული, ასევე გარდა მხარეებისა, დამოკიდებულია კიდევ საერთაშორისო ვითარებაზე. ივანიშვილის მიზანი, ჩემი აზრით, არის ის, რომ აღარ იყოს მეტი სანქცია და მას აწუხებს საერთაშორისო იზოლაციაც, რადგან საერთაშორისო იზოლაციის შედეგი არის ის გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობა, რომელშიც აღმოჩნდნენ საქართველოს მოქალაქეები - დიდი ნაწილი.

ძალიან დიდი ხანი ივანიშვილი ახერხებდა და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებში გარკვეული ილუზიების შექმნას, ასევე გადაჭარბებულ მოლოდინებს უქმნიდათ პარტიასთან და პირადად თავის თავთან დაკავშირებით. ახლა ის ადამიანები, რომლებიც "ქართულ ოცნებას" ლანძღავენ, ადრე - ორი-სამი წლის წინ ემხრობოდნენ "ოცნებას" ბევრ საკითხში, ანუ, "ოცნება" ქმნიდა ამ წარმოდგენებს, აზრებს, მოლოდინებს და ხალხს ილუზიებს უქმნიდნენ, რომ ყველაფერი კარგადაა, თუმცა არ გამოვიდა ორ სკამზე ჯდომა და ეს ნიღაბი მაშინ ამოეხსნათ. თუ აქამდე ატყუებდა ივანიშვილი დასავლეთს, ის ახლაც შეძლებს დასავლეთი მოატყუოს, შექმნის რაღაც დინამიკის აღქმას. მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ ევროპის კავშირი, ევროპული საბჭო და აშშ უფრო მკაცრი იქნება "ქართულ ოცნებასთან" მიმართებაში", - განაცხადა გია ჯაფარიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები