
ავტორი
Front News საქართველო
მე არ გამოვრიცხავ, რომ ბიძინა ივანიშვილი თვითონ არის გარკვეული შანტაჟისა და ზეწოლის ქვეშ, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ის, რაც ახლა ქვეყანაში ხდება, კრიმინალური გარჩევებია და არა დემოკრატიული ქმედება.
"მე არ გამოვრიცხავ, რომ ბიძინა ივანიშვილი თვითონ არის გარკვეული შანტაჟისა და ზეწოლის ქვეშ იმიტომ, რომ საკმაოდ სერიოზული საკუთარივე შეცდომებიდან გამომდინარე, მის ოპონენტებს ხელში ჩაუვარდათ ისეთი რაღაცები, რითაც მათ გარკვეული ზემოქმედება შეუძლიათ მასზე. ეს შესაძლებელია. მეც მეგონა ერთი წლის წინ, რომ ეს შეუძლებელი იყო, მაგრამ ასაკი მაინც თავისას შვრება და აღარ არის პატარა ბიჭი, ისე კარგად ვეღარ აანალიზებს რაღაცებს.
ჩვენ სახელმწიფოში კი აღარ ვცხოვრობთ, ჩვენ ვცხოვრობთ ტერიტორიულ რაღაც წარმონაქმნში, რომელიც გახდა კრიმინალური, ჯერჯერობით ცივი ომების, მაგრამ ხვალ შეიძლება ცხელში გადაიზარდოს, არენა. ჩვენ ვიმყოფებით კრიმინალურ ანკლავში, ჩაცუცქული მიდის სასამართლო პროცესები", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
თაგები:
გია ხუხაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს