
ავტორი
Front News საქართველო
ირაკლი კობახიძის თანამდებობა შეეწირება ამ ყველაფერს იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა გადაწყვეტს ამას, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ბრიტანეთის მხრიდან ფინანსური სანქციები მოჰყვება.
"მე ვფიქრობ, რომ ბრიტანეთი დაიწყებს ძალიან მძიმე რეაგირებას სანქციების კუთხით. ძალიან სერიოზული სასანქციო პოლიტიკა მოჰყვება ამ ყველაფერს. ისინი ახლა სიას ადგენენ, ვინ არის პასუხისმგებელი მომწამვლელ ნივთიერებასთან დაკავშირებით. დგება სია და უნდა ველოდოთ ძალიან მძიმე ფინანსურ სანქციას ბრიტანეთის მხრიდან. ეს ნიშნავს იმას, რომ როგორც კი ბრიტანეთი გადადგამს ამ ნაბიჯს, შესაძლებელია, რომ დომინოს პრინციპით დაიწყოს პროცესებმა სვლა.
ირაკლი კობახიძის თანამდებობა შეეწირება ამ ყველაფერს იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა გადაწყვეტს ამას. ჯერჯერობით იმის იმედი, რომ ხელისუფლება სერიოზულ ზომებს მიიღებს იმისათვის, რომ ამ ვითარებიდან გამოძვრეს, ჩვენ ვერ ვხედავთ, მაგრამ თუ ბიძინას ეს სჭირდება და პოლიტიკური ლოგიკით მას შეუძლია ეს ფაქტი გამოიყენოს ირაკლი კობახიძის ჩარეცხვის ოპერაციის დაწყებისთვის", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
თაგები:
გია ხუხაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს