
ავტორი
Front News საქართველო
ხელისუფლება არჩევნების შემდეგ ჩავიდა ბუნკერში და ბუნკერში ცხოვრობს. ისინი ქუჩაში ვერ გამოდიან, ან სპეცრაზმს უნდა იყვნენ ამოფარებული, ან დაცვას, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ივანიშვილმა ექსპერიმენტი ჩაატარა და კაციჭამია ვირთხები გამოიყვანა.
“ხელისუფლება არჩევნების შემდეგ ჩავიდა ბუნკერში და ბუნკერში ცხოვრობს. ისინი ქუჩაში ვერ გამოდიან, ან სპეცრაზმს უნდა იყვნენ ამოფარებული, ან დაცვას. ეს არის მათი არჩევანი. მშიშარა, დამფრთხალი ადამიანი ასე იქცევა, რომელსაც დიდი ამბიციები აქვს. ივანიშვილმა ექსპერიმენტი ჩაატარა და კაციჭამია ვირთხები გამოიყვანა, რომლებიც ძალიან კარგად გრძნობენ თავს იზოლაციაშიც, მთავარია, რომ მუცელი ჰქონდეთ ამოყორილი.
ისინი ფსონს ჩამოდიან ძალაზე, სხვას არაფერს აღიარებენ. თუ უფრო დიდი ძალა დახვდათ, მაშინ იხევენ უკან და მთელი ინვესტიციები ჩადებული აქვთ ძალის ფორმირებაში”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.
თაგები:
გია ხუხაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს