გია ხუხაშვილი - ყველა ოცნებობს იქ, რომ იქნებ გააგდონ და შედარებით უმტკივნეულოდ გაასწროს ამ არც თუ საიმედო გემიდან


ავტორი
Front News საქართველო
სისტემაში შიგნით რყევებია, ყველა ოცნებობს იქ, რომ იქნებ გააგდონ და შედარებით უმტკივნეულოდ გაასწროს ამ არც თუ საიმედო გემიდან, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ძირითადი ინტერესი, კორუფციასთან ბრძოლის იმიტაცია არ არის.
"სისტემაში შიგნით რყევებია და ეს არის რყევების ერთ-ერთი გამოვლინება. იმის ილუზია, რომ სისტემა ახლა ამის გამო თავისით ჩამოიშლება, მე არ მაქვს, ბუნებრივია, მაგრამ სისტემაში მიმდინარეობს გარკვეული გადაჯგუფება და გარკვეული რყევები. ბენეფიციარი, საბოლოო ჯამში, ამ ყველაფრის, რა თქმა უნდა, ივანიშვილია, მაგრამ დღეს ის უქმნის კობახიძეს ძლევამოსილების ილუზიას იმისთვის, რომ საჭირო მომენტში მერე, რაღაც გადაწყვეტილებები მიიღოს.
ერთი ჯგუფის კადრები ინიშნებიან და ისინი რომ დაინიშნონ, ბუნებრივია, ადგილები უნდა გამოთავისუფლდეს. თუ ვიღაცას აქვს განცდა და სისტემაში, მე ვფიქრობ, ასეთი განცდა ბევრს აქვს, გემი როცა იძირება, უნდა გაიქცე. გაქცევა ადვილი არ არის. საკუთარი ნებით წასვლა პრობლემატურია, იმიტომ, რომ ამას შეიძლება, მოჰყვეს შემდგომი პრობლემები, ამიტომ ყველა ოცნებობს იქ, რომ იქნებ გააგდონ და შედარებით უმტკივნეულოდ გაასწროს ამ არც თუ საიმედო გემიდან.
გასაგებია, რომ აქ ძირითადი ინტერესი, კორუფციასთან ბრძოლის იმიტაცია არ არის, ძირითადი ინტერესი არის სხვა, მაგრამ როგორც თანმდევი მოვლენა კორუფციასთან ბრძოლის ილუზიის გათამაშება, აგრეთვე სასარგებლო იქნება წინასაარჩევნოდ ამას ხვდებიან " , - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ლევან გამყრელიძემ თანამდებობები დატოვეს.
თაგები:
გია ხუხაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს