
ავტორი
Front News საქართველო
ძალიან აიმღვრა და აიჭრა გლობალური ვითარება. მიიღებს თუ არა ტრამპი მოკლევადიან შედეგს, ეს ძნელი საწინასწარმეტყველოა, მაგრამ ამერიკის პრეზიდენტს ევალება სტრატეგიული აზროვნება, საბოლოო ჯამში, ამერიკა, როგორც ქვეყანა რას მიიღებს, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ნოდიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე ძნელი საწინასწარმეტყველოა, რამდენად მომგებიანი იქნება მემორანდუმი ამერიკისთვის, ან ირანისთვის.
"ფაქტი ის არის, რომ აქამდე ტრამპის პირადი რეიტინგი ეცემოდა, როგორც ჩანს, ესეც იყო იმ მემორანდუმის მიღწევის მიზეზი, მას ეშინოდა, რომ ეს თუ ასე გაგრძელდებოდა და ომი კიდევ გაიწელებოდა, კიდევ უფრო დაეცემოდა მისი რეიტინგი. არ გამოვრიცხავ, რომ მოკლე ვადიან პერსპექტივაში, ეს შეთანხმება ამომრჩეველთა რაღაც ნაწილში პოპულარულიც იყოს, რადგან ბენზინის ფასი დაიწევს და ასე შემდეგ. მიიღებს თუ არა ტრამპი მოკლევადიან შედეგს, ეს ძნელი საწინასწარმეტყველოა, მაგრამ ამერიკის პრეზიდენტს ევალება სტრატეგიული აზროვნება, საბოლოო ჯამში, ამერიკა, როგორც ქვეყანა რას მიიღებს. ძალიან აიმღვრა და აიჭრა გლობალური ვითარება. მიუხედავად იმისა, რომ ეს მემორანდუმი ამერიკისთვის სასარგებლო არანაირად არ ჩანს, იმდენი უცნობია ამ ყველაფერში, რომ რა როგორ მოხდება, რა გაუთვალისწინებელი შედეგი ექნება ამ ყველაფერს, წინასწარ თქმა ძნელია, თუნდაც ირანის რეჟიმისთვის იმიტომ, რომ ერთია, როცა ომშია რეჟიმი და მობილიზებულია და მეორეა, როცა ვითარება წყნარდება და ეს შესაძლოა, მისთვის სახიფათო იყოს", - განაცხადა გია ნოდიამ.
თაგები:
გია ნოდია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს