
ავტორი
Front News საქართველო
"ქართული ოცნება" ჯიუტად და თანმიმდევრულად მიდის დასახული მიზნისკენ, რაც არის საქართველოში სრულად ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბება, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ნოდიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის ფრონტალური შეტევა ქართულ საზოგადოებაზე.
"ქართული ოცნება" ჯიუტად და თანმიმდევრულად მიდის დასახული მიზნისკენ, რაც არის საქართველოში სრულად ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბება.
რუსულ კანონზეც თქვეს, რომ ამერიკულია, ამაზეც იტყვიან, რომ მსგავს საქმეზე გერმანიაში, ან ინგლისში ვინმე დააკავეს - ეს პრობლემაა, მაგრამ, ამასთანავე აქ არის მთავარი ზოგადი სურათი - ეს არის ფრონტალური შეტევა ქართულ საზოგადოებაზე და ამ შეტევის ერთ-ერთი კომპონენტია ეს დაპატიმრებაც", - განაცხადა გია ნოდიამ.
"ფორმულას" ტელეწამყვანი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს. მას დღევანდელ სასამართლო სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო, 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მოსამართლე ზვიად ცეკვავამ შეუფარდა. ვახო სანაია სხდომას არ დასწრებია.
თაგები:
გია ნოდია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს