გია ნოდია - ივანიშვილი დაეხმარა იმ ადამიანებს, ვისაც უნდა, რომ ეს 4 ოქტომბერი იყოს განსაკუთრებული დღე


ავტორი
Front News საქართველო
არჩევნები ჩატარდება, ყველა ფორმალობა დაცული იქნება, ოპოზიციის რაღაც ნაწილიც მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ ცხადია, ხელისუფლების გადმოსახედიდანაც, რომ ვითარება ნორმალური არ არის და მისი ნერვოტული მოძრაობებიც ამას აჩვენებს, ეს იქნება ძირითადი საკითხი, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ნოდიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლება ვერ ახერხებს ვითარების ნორმალიზებას.
"ვერც ხელისუფლება ახერხებს ვითარების ნორმალიზებას, ცხადია, მას უნდა ნორმალიზაცია და იმედოვნებდა, რომ ნორმალიზაციას მიაღწევდა, თუმცა ამას ვერ მიაღწია. გასაგებია, რომ არჩევნები ჩატარდება, ყველა ფორმალობა დაცული იქნება, ოპოზიციის რაღაც ნაწილიც მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ ცხადია, ხელისუფლების გადმოსახედიდანაც, რომ ვითარება ნორმალური არ არის და მისი ნერვოტული მოძრაობებიც ამას აჩვენებს.
ახლა რეპრესიების პერიოდული აფეთქებებია, ბოლო კვირა ვიღაცების დაკავებაა კიდევ, ბანერებზე სისხლის სამართლის საქმეების აღძვრაა, ცემა, "ტიტუშკების" თუ "კუტუშკების" ინსტიტუტების გამოვლინებაა ისევ.
4 ოქტომბერს რაც შეეხება, ბიძინა ივანიშვილი დაეხმარა იმ ადამიანებს, ვისაც უნდა, რომ ეს 4 ოქტომბერი იყოს განსაკუთრებული დღე არა იმიტომ, რომ არჩევნებია დანიშნული, არამედ იმიტომ, რომ გარდამტეხი რამ უნდა იყოს ხალხის მობილიზაციის თვალსაზრისით. ობიექტურად, ბიძინა ივანიშვილის ნაბიჯი ადასტურებს იმას, რომ ეს ძალიან სახიფათო დღეა რეჟიმისთვის.
მე მგონია, რომ არავინ ვიცით, ზუსტად რას ფიქრობს ბიძინა ივანიშვილი. მე არ ვიცნობ ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ მთავარია ის, რომ მისი კონკრეტული ნაბიჯები იწვევს ბუნებრივ და მარტივ ლოგიკურ რეაქციას ადამიანებში", - განაცხადა გია ნოდიამ.
თაგები:
გია ნოდია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს