Logo

გია ნოდია - ყოველთვის, როცა ოპოზიცია მოდიოდა ხელისუფლებაში, ის წარმატებული იყო, როცა იყო გამოკვეთილი ძლიერი ლიდერი

პოლიტიკა
190
Frontnews image description

რიგით ამომრჩეველს არ ესმის, რას ნიშნავს კოალიციური მთავრობა იმიტომ, რომ არ უნახავს და არ ესმის, რომ ეს ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს ყოველდღიურად აგინებენ, მერე ერთ მთავრობაში კოალიციას შექმნიან, - ამის შესახებ პოლიტიკის ანალიტიკოსმა გია ნოდიამ განაცხადა.

მისი თქმით, ყოველთვის, როცა ოპოზიცია მოდიოდა ხელისუფლებაში რევოლუციით თუ არჩევნებით, ის წარმატებული იყო, როცა იყო გამოკვეთილი ძლიერი ლიდერი.

"ზოგადი კანონზომიერება არის ის, რომ თუ გინდა მოიპოვო გამარჯვება ისეთ ავტორიტარულ ლიდერზე, რომელსაც მობილიზებული აქვს მედია, ადმინისტრაციული რესურსი და ასე შემდეგ, მასზე დიდი უპირატესობა უნდა მოიპოვო პოპულარობის თვალსაზრისით, რომ იძულებული გახდეს, დამარცხება აღიაროს. ისეთი რამ უნდა შესთავაზო საზოგადოებას, რაც მოსწონს საზოგადოების დიდ უმრავლესობას და ამ ქვეყნის პოლიტიკურ კულტურას შეესაბამება.

ყოველთვის, როცა ოპოზიცია მოდიოდა ხელისუფლებაში რევოლუციით თუ არჩევნებით, ის წარმატებული იყო, როცა იყო გამოკვეთილი ძლიერი ლიდერი, სანამ ასეთი ლიდერი არ გამოჩნდებოდა, ძლიერი ოპოზიციაც არ იქმნებოდა და ეს ჩვენი გამოცდილებაა. ამას აქვს უარყოფითი მხარე, რომ მოდის ახალი ოპოზიციური ძალა, არის ეიფორია, რომ დავამარცხეთ ავტორიტარიზმი და ახლა გვექნება დემოკრატია, ამ დროს კი ეს ახალი ლიდერიც ავტორიტარული ხდება. საზოგადოების იმ ნაწილმა, რომელსაც ადარდებს დემოკრატია, დაასკვნა, რომ უნდა დავამარცხოთ დიქტატურა, ამ შემთხვევაში "ქართული ოცნების", მაგრამ ისე, რომ ერთი ძლიერი ლიდერი არ გვყავდეს, რომ მერე ის თვითონ არ გახდეს დიქტატორი, ეს შიში კი აბსოლუტურად რაციონალური. ეს კი სწორია, მაგრამ საზოგადოების დიდი ნაწილი იზიარებს ამას?

რიგით ამომრჩეველს არ ესმის, რას ნიშნავს კოალიციური მთავრობა იმიტომ, რომ არ უნახავს და არ ესმის, რომ ეს ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს ყოველდღიურად აგინებენ, მერე ერთ მთავრობაში კოალიციას შექმნიან. ამასაც თავისი ლოგიკა აქვს", - განაცხადა გია ნოდიამ.

თაგები:

გია ნოდია
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები