
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ბორჯომში, საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავრობის შეხვედრაზე განათლების მინისტრის კანდიდატურაზეც იყო საუბარი.
“გუშინდელ შეხვედრაზე ნებისმიერ მიმდინარე თემებზე საუბარი გვქონდა. პოლიტიკური პროცესების გარდა, არის მთელი რიგი საკითხები, რომელიც საგანგებოდ მნიშვნელოვანია. მაგალითად, სოციალური საკითხები, მთის კანონთან დაკავშირებით ვისაუბრეთ.
ასევე, ცალკეულ პიროვნებებთან დაკავშირებით, განათლების მინისტრის კანდიდატზე საუბარი იყო, მე არაფერს არ ვადასტურებ სანამ ამის თაობაზე პრემიერ-მინისტრი განცხადებას არ გააკეთებს”, – განაცხადა ვოლსკიმ.
თაგები:
გია ვოლსკი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს