
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის თქმით, კაია კალასის განცხადებები არის იმის მანიშნებელი, თუ რა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ევროკავშირი ამ პროცესების შემხედვარე, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს.
"ხედავენ, რომ არასწორი გზით მიაქანებს კაია კალასი და მისი ტიპის პოლიტიკოსები ამ გაერთიანებას, რომელიც იყო ორიენტირებული თანამშრომლობაზე, კეთილდღეობაზე, კანონი უზენაესობაზე, ტრადიციებზე და რასაკვირველია, ჩვენი მისწრაფება სწორედ ამ ნიშნებით იყო განპირობებული. კაია კალასის განცხადებები არის იმის მანიშნებელი, თუ რა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ევროკავშირი ამ პროცესების შემხედვარე, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს. მე არ მგონია, რომ ეს მხოლოდ კაია კალასი დამსახურებაა, რომელსაც ერთადერთ გზად ამ ვითარებაში ალკოჰოლის მიღება ესახება.
ყველა კომისარი ან საუბრობს ომის პარტიის მხარდასაჭერად და ომის დაფინანსების მხარდასაჭერად და ამ ძალაგამოცლილ ევროპას ექაჩებიან იმ მიმართულებით, რომელიც მის ნგრევას გამოიწვევს. ამასთან დაკავშირებით განცხადებები კაია კალასის წინააღმდეგ ადეკვატურია", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
თაგები:
გია ვოლსკი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს