Logo

გია ვოლსკი – პოლიტიკური შემოტევა უზარმაზარ ინვესტიციაზე უნდა განვიხილოთ, როგორც შემოტევა ქვეყნის წინააღმდეგ

პოლიტიკა
175
Frontnews
გია ვოლსკი – პოლიტიკური შემოტევა უზარმაზარ ინვესტიციაზე უნდა განვიხილოთ, როგორც შემოტევა ქვეყნის წინააღმდეგ

პოლიტიკური შემოტევა უზარმაზარ ინვესტიციაზე, რომელიც ქმნის საქართველოს ხვალინდელ დღეს, მომავალს, სამუშაო ადგილებს, რომელიც მოითხოვს ქართულ საგანმანათლებლო სისტემაში მაღალი დონის ექსპერტების მომზადებას, მშენებლების, თუ მენეჯერების, რასაკვირველია, უნდა განვიხილოთ, როგორც შემოტევა ქვეყნის წინააღმდეგ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, რომლის მონაწილეებიც ე.წ. არაბული ქალაქების მშენებლობას აპროტესტებენ.

გია ვოლსკის თქმით, ინვესტიციის გარეშე ქვეყანა ვერ განვითარდება.

"რაც შეეხება არაბიზაციას, ზოგმა მეჩეთების თემა წამოსწია, მოგონილია ვითომ საფრთხე, რომელსაც საფუძველი არ აქვს. პრემიერ-მინისტრმა საკმაოდ ვრცლად ისაუბრა ამ თემაზე, რაც აზღვევს, კანონიდან დაწყებული, თვითონ ბიზნეს-ეკონომიკურ გარიგებაზე. ნებისმიერი საფრთხის მიმართ კონკრეტული პასუხები იქნა გაცემული. ანუ, გამოდის, რომ შემოტევა, რომელიც ხორციელდება ერთი მხრივ, გარკვეული ჯგუფის მიერ, ვისაც შეიძლება, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ვუწოდოთ, გაძლიერებულია იმ შემოტევით, რომელსაც ვითომდა კონსერვატიული მოძრაობა აწარმოებს საქართველოსთან მიმართებით. მეტი ინვესტიცია, მეტი რესურსი საქართველოს უსაფრთხოებას, ხვალინდელი დღის განმაპირობებელი ფაქტორებია. ამის გარეშე ქვეყანა ვერ განვითარდება და ვერც გადარჩება საკმაოდ მძიმე ვითარებაში, რომელიც, სამწუხაროდ, მსოფლიოში არსებობს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

თაგები:

გია ვოლსკი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები