გია ვოლსკი – სააკაშვილი დავიხსნათ და 10 დღეში მივიღებთ ვადამდელ არჩევნებს, ეს არის ოპოზიციის გეგმა


ავტორი
Front News საქართველო
სააკაშვილი დავიხსნათ და 10 დღეში მივიღებთ ვადამდელ არჩევნებს, ეს არის ოპოზიციის გეგმა – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდრი გია ვოლსკი აცხადებს.
მისივე თქმით, ამ გეგმის “შტრიხია” სააკაშვილის სასამართლოში გადაყვანის საკითხიც.
“სასამართლოს თემა, საკააშვილის ციხის კედლებიდან გამოყვანა, მისი მრავალპროფილურ საავადმყოფოში გადანაცვლება – ეს ყველაფერი არის კონკრეტულ გეგმაში მოქცეული შტრიხები. ეს არის – სააკაშვილი დავიხსნათ და 10 დღეში მივიღებთ ვადამდელ არჩევნებს, თვითონ სააკაშვილის მოწოდებაც ეს არის”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
მისი თქმით, ამ გეგმის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ღიადაც საუბრობენ და ფარულ ჩანაწერშიც ეს მოისმინეს.


გია ვოლსკი – დაპირისპირებების არ განვითარება არის მთავარი გეგმა, რაც ჩვენ გაგვაჩნია და ექსტრემისტულ ძალებს გააჩნიათ აბსოლუტურად სხვა გეგმა, რომელიც დაკავშირებულია სისხლისღვრასთან

გია ცაგარეიშვილი – ჩვენ მივიღებთ კანონს და კანონის ნორმები მიუდგება ყველას, ვინც ოლიგარქიული საქმიანობითაა დაკავებული და არამც და არამც არ არის ბიძინა ივანიშვილი

ირაკლი კობახიძე – ვერც ელჩის გაწვევა და ვერც სააკაშვილი, ადეიშვილი, ლორთქიფანიძე და სხვები ჩვენს დამოკიდებულებაზე გავლენას ვერ მოახდენს, ქართველებს და უკრაინელებს აკავშირებთ საუკუნოვანი მეგობრობა და ეს არის ყველაზე ფასეული