Logo

გია ვოლსკი - საქართველოში უსამშობლოთა სექტა არსებობს, რომელიც მუდმივად ხელს გკრავს, რომ ერთ ან მეორე ცეცხლში გადავარდე

პოლიტიკა
194
Frontnews image description

მსოფლიოში ინტერესები ერთმანეთთან გადახლართულია, ამ ვითარებაში საქართველოში უსამშობლოთა სექტა არსებობს, რომელიც მუდმივად ხელს გკრავს, რომ ერთ ან მეორე ცეცხლში გადავარდე,  – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

"საქართველოს ოკუპაციის აგრესიულ სტადიაში გადაყვანის საფრთხე მუდმივად არსებობს. წარმოიდგინეთ. ამ ვითარებაში მარტა კოსი ზეწოლას ახორციელებს და უნდა ვიფიქროთ, რომ ამის უკან სხვა გეგმაა, რომელიც გაცილებით უფრო ბნელ მიზნებს ემსახურება, ვიდრე ერთი შეხედვით უნდა გვეგონოს. საფრთხეა იმის, რომ ვიღაცის ინტერესში ბაქო-ჯეიჰანის მილსადენი იყოს. ამ შემთხვევაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ შეტევა ამ მილსადენზე იყო, მაგრამ როგორც ამბობენ, ეს ყველაფერი აეროპორტის ტერიტორიაზე მოხდა. საჭირო თუ იქნება, აზერბაიჯანი განცხადებას გააკეთებს. ირანსა და თურქეთს შორის საუბარია იმაზე, რომ ბუფერული ზონა შეიქმნას. თურქეთის ინტერესია, რომ დევნილების ნაკადი თურქეთში არ შევიდეს. თავისი ინტერესი აქვთ სხვა ქვეყნებსაც. მთელ მსოფლიოში ინტერესები ერთმანეთთან გადახლართულია და წარმოიდგინეთ, ამ ვითარებაში საქართველოში უსამშობლოთა სექტა არსებობს, რომელიც მუდმივად ხელს გკრავს, რომ ერთ ან მეორე ცეცხლში გადავარდე.

რატომ მიდის კონსულტაციები ერთმანეთთან? საქართველოში ნიკოლ ფაშინიანი ჩამოვიდა. რაღაცებზე კონსულტაციები მიდის. ამ დროს მავნებლები გამოდიან, მედია რომ ჰქვიათ და ამბობენ, თურმე კობახიძე ფაშინიანს ეხვეწება, იქნებ ამერიკელებთან ურთიერთობა დაგვილაგოო. მავნებლობის ეს ხარისხი გაცილებით უფრო საშიშია, ვიდრე ნებისმიერი დრონი, რომელიც ვარდება. ოქროს შუალედია ის, რომ ყველა ძალამ, რომელიც ადრე თუ გვიან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდება, გადაწყვიტოს, რომ საქართველო საჭიროა თავისი მდებარეობით და რესურსით, რათა პლატფორმა იყოს რეგიონში მოლაპარაკებისთვის დაპირისპირებული მხარეებისთვის. ამას გარდა, საგანგებოდ მნიშვნელოვანია „შუა დერეფანი“, რომელიც ყველასგან დაცული უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, ერთმანეთში რა დამოკიდებულება აქვთ. ისეთი დამოკიდებულება უნდა იყოს, როგორც შვეიცარიის მიმართ იყო, როცა ნაცისტური გერმანია მთელ ევროპას ებრძოდა. ეს ოქროს შუალედი არსებობს. სამწუხაროა, რომ ამ მოვლენების ფონზე ამდენი მოღალატე გვყავს შიგნით", - განაცხადა ვოლსკიმ.

თაგები:

გია ვოლსკი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები