გიგა ბოკერია – ჩვენი ამოცანაა, მოქალაქეების უდიდესი ნაწილი სამოქალაქო აქტიურ პოზიციაზე დადგეს და ამ გზით მოხდეს ამ რეჟიმის ჩამოცილება


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენი ამოცანაა, მოქალაქეების უდიდესი ნაწილი სამოქალაქო აქტიურ პოზიციაზე დადგეს და ამ გზით მოხდეს ამ რეჟიმის ჩამოცილება, წინააღმდეგ შემთხვევაში, გველის ათწლეულები პოსტსაბჭოთა იმპერიის ჭაობში ყოფნისა, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ გიგა ბიოკერიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ახალი კამპანიის დაწყება დაანონსა.
მისი თქმით, ოლიგაქიული რეჟიმის წინააღმდეგ კამპანიას „ევროპული საქართველოსთან ერთად “, „აფხაზთა კრება“, „თავისუფლების ინსტიტუტი“ და „ამომრჩეველთა განათლების ასოციაცია“ იწყებს.
“ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ ეს ბრძოლა დავთმოთ. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ გარე მტერთან ერთად, რაც არის პუტინის ბოროტების იმპერია, ჩვენ საქმე გვაქვს შიდა მტერთან. ეს არის ივანიშვილის რეჟიმი და მისი გარემოცვა, რომელიც ცდილობს მორალურად გაგვტეხოს და ჩვენს ისტორიულ ამოცანაზე უარი გვათქმევინოს. ითამაშოს ჩვენს შიშზე. ამ ყველაფერს აკეთებს საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის. ამას წირავს ჩვენი ქვეყნის მომავალს. დღეს ცდილობენ მტერი და მოყვარე ჩაგვინაცვლონ ერთმანეთს. ღია ომი აქვთ გამოცხადებული დასავლური სამყაროსთვის და გვაგუებენ იმას, რომ ე.წ. ერთმორწმუნე რუსეთი არის ის, რასაც ჩვენ უნდა შევეგუოთ, როგორც ჩვენ პატრონს, დავივიწყოთ ის საშინელი დანაშაულები, რომელიც ამ ბოროტების იმპერიას ჩადენილი აქვს ქართველი ხალხის წინააღმდეგ.
არ მხოლოდ ახლა, ბოლო აგრესიის დროს, არამედ ამას აკეთებდა საუკუნეების განმავლობაში და ქართველი ხალხის გენოციდი აქვს ჩადენილი აფხაზეთში 90-იანების დასაწყისში.
ჩვენ ჯგუფი – “ევროპული საქართველო“, „აფხაზთა კრება“, „თავისუფლების ინსტიტუტი“, „ამომრჩეველთა განათლების ასოციაცია“, ვაპირებთ, რომ დავიწყოთ კამპანია საქართველოში. ჩვენი ამოცანაა, მოქალაქეების უდიდესი ნაწილი სამოქალაქო აქტიურ პოზიციაზე დადგეს და ამ გზით მოხდეს ამ რეჟიმის ჩამოცილება, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გველის ათწლეულები პოსტსაბჭოთა იმპერიის ჭაობში ყოფნისა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
თაგები:
გიგა ბოკერია

გიგა ბოკერია – გავერთიანდეთ ამ რეჟიმის როგორც პოლიტიკური კეთროვანების გარიყვაში ჩვენი პოლიტიკური ცხოვრებიდან, ძალაუფლებიდან ჩამოშორებაში

ირაკლი კობახიძე – ჩვენი ამოცანაა, მშვიდობიანი გზით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და გზა ამ მიმართულებით გადის, ურთიერთპატიებას და ურთიერთშერიგებაზე

გიგა ბოკერია – ამ რეჟიმის დატოვების შემთხვევაში მუდმივი და უზარმაზარი საფრთხის წინაშე ვიქნებით