Logo

გიგა ბოკერია – ერთადერთი გზა არის ამ რეჟიმის შეცვლა, სხვანაირად ეს ვითარება ვერ განიმუხტება

პოლიტიკა
513
Frontnews image description

ამ კურსს ისინი ვერ ცვლიან, რადგან ეს არის მათი არსი – ჩვენი მტრის საქმის კეთება და თავისუფალ სამყაროსთან დაპირისპირება, – ამის შესახებ “ფედერალისტების” ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისივე თქმით, სანამ ეს ხელისუფლებაა სათავეში, ქვეყანაში არსებული ვითარება ვერ განიმუხტება.

“პოლიტიკური იზოლაციიდან ქვეყნის გამოყვანის ვერანაირ გამარჯვებას ეს რეჟიმი ვერ მიაღწევს, სანამ ისაა ძალაუფლებაში და სანამ ეს კურსი აქვს. ამ კურსს ისინი ვერ ცვლიან, რადგან ეს არის მათი არსი – ჩვენი მტრის საქმის კეთება და თავისუფალ სამყაროსთან დაპირისპირება, ამიტომ მოლოდინები სწორად უნდა განვსაზღვროთ. სანამ მათ ფაქტობრივი ძალაუფლება აქვთ, საერთაშორისო ორგანიზაციებს მათთან კონტაქტი ექნება – ზოგს მკაცრი, ზოგს უფრო დაბალანსებული.

ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ საქართველოში ერთადერთი გზა არის ამ რეჟიმის შეცვლა, სხვანაირად ეს ვითარება ვერ განიმუხტება”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები