Logo

გიგა ბოკერია – ეს სამარცხვინო ამბავია, თუ ვინმე პრინციპულად მისდევს იმ ნარატივს, რაც აქვს ჩვენს მტერს

პოლიტიკა
748
Frontnews image description

დღეს პატივი უნდა მივაგოთ ადამიანებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად მისცეს დრო ჩვენს ქვეყანას, სახელმწიფოს და საქართველოს მოკავშირეებს თავისუფალ სამყაროში, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობა, დამოუკიდებლობა გადარჩენილიყო მაშინ და ამისთვის მათ ეკუთვნით მუდმივი ხსოვნა, პატივისცემა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ მუხათგვაერდის სასაფლაოზე ჟურნალისტებს განუცხადა.

 

“ეს ხსოვნა გვავალდებულებს, რომ ეს საფრთხე, რომელიც არ გამქრალა პუტინის რუსეთისგან, გავანეიტრალოთ და არასოდეს დავუშვათ, რომ იარაღის გამოყენების გარეშე წაგვართვან ჩვენ შიგნით დამოუკიდებლობა, თავისუფლების რწმენა, რასაც ახლა აკეთებს ჩვენი მტერი. ამ ხალხის ხსოვნა ერთ-ერთი ის ფაქტორია, რის გამოც ვალდებული ვართ, რომ სულ გვახსოვდეს, რამხელა მსხვერპლის ფასად გვაქვს დღეს ის თავისუფლება, არასაკმარისი, არა ბოლომდე მიღწეული, მაგრამ ის, რაც დღეს გვაქვს და რასაც უამრავი თაობა შეეწირა, რასაც ის ადამიანები შეეწირნენ, ვისაც დღეს პატივი მივაგეთ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

რაც შეეხება თარიღს, როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, სიმბოლურ რაღაცებს დიდი მნიშვნელობა აქვს.

 

“ძალიან საგანგაშოა, უკვე წლებია ის, რომ ჩვენ დღეს გვყავს მთავრობა, რომელიც ამ საკითხში აშკარაა, პრინციპულად იმ პროპაგანდას არის აყოლილი, რაც ჩვენს მტერს ჰქონდა, რომ საქართველომ გამოიწვია და დაიწყო ომი, ამასთან არის დაკავშირებული თარიღები. ყველამ ვიცით, რომ ქართულმა სახელმწიფომ სწორედ 7-ში, დილით ადრე მიიღო პირველად მონაცემი, იმის თაობაზე, რომ რეგულარული არმია შემოდის რუსული საქართველოს ტერიტორიაზე და უკვე დღის განმავლობაში იყო მსხვერპლი. ქართველი სამშვიდობოები დაიღუპნენ, ამიტომ დიახ, ეს სამარცხვინო ამბავია, თუ ვინმე პრინციპულად, ამ ყველაფრის მიუხედავად, მისდევს იმ ნარატივს, რაც აქვს ჩვენს მტერს, რომ მძინარე ცხინვალს დაესხა უცებ არაფრისგან ქართული სახელმწიფო თავს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

Advertisement