Logo

გიგა ბოკერია – ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ჩვენ შანსი არ გვაქვს თავისუფლებისა და უსაფრთხოების დაცვის

პოლიტიკა
17.06.2022 / 22:57
Frontnews image description

ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ჩვენ შანსი არ გვაქვს თავისუფლებისა და უსაფრთხოების დაცვის, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ განაცხადა. 

 

მისი თქმით, ივანიშვილისთვის ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება  და ძალაუფლების დათმობა ერთი და იგივეა. 

 

“ეს რეჟიმი არ დათმობს ძალაუფლებას. ის ტრანსფორმაცია, რაც აუცილებელია თავისუფალ სამყაროში დასაბრუნებლად, რომელიც არის აღწერილი ევროკავშირის მოთხოვნებში, ეს და ძალაუფლების დათმობა ივანიშვილისთვის სინონიმებია. 

 

ჩვენ უნდა მოვახდინოთ საზოგადოების მობილიზება ამ გზავნილით, რომ ივანიშვილის რეჟიმით, ასეთით, როგორიც არის, ჩვენ შანსი არ გვაქვს თავისუფლებისა და უსაფრთხოების დაცვის“, – განაცხადა ბოკერიამ. 

 

მისივე თქმით, საფრთხე ილუზიებშია, რომელსაც  სალომე ზურაბიშვილის ფარისევლური პათოსი ქმნის, ეს მხოლოდ დროის გაწელვას გამიოიწვევს.  

 

“თუ ხდება საოცრება და ამ მობილიზაციის შედეგად ძალაუფლების დაკარგვის ზღვარზეა ივანიშვილის რეჟიმი, ამ პროცესში გინდ არჩევნები ჩაუტარებია,  სადაც უკვე კარგავს ძალაუფლებას და გინდ ეს რეფორმები გაუტარებია.  შესაძლოა,  მიმავალი რეჟიმის ხელშიც რაღაც ცვლილებები მოხდეს, ოღონდ როცა უკვე გარკვეულია, რომ მიმავალია.  საფრთხე ილუზიებშია, რომ მოდი დავსხდეთ ახლა ამ მთავრობასთან ერთად, შევქმნათ კომისია, აი, როგორიც არის  სალომე ზურაბიშვილის ფარისევლური პათოსი.  ეს გამოიწვევს მხოლოდ პროცესის  გაწელვას“, – განაცხადა   გიგა ბოკერიამ.

Advertisement