
ავტორი
Front News საქართველო
წლებია, ის პოლიტიკა, რასაც ივანიშვილის რეჟიმი ატარებს, შესაძლებლობას არ უტოვებს ჩვენს ქვეყანას სიღარიბიდან გამოსვლის, - ამის შესახებ "ფედერალისტების" ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.
მისივე თქმით, მთავარი ამოცანაა, რომ მოქალაქეებს დარჩეთ საკუთარი შრომით მოპოვებული დოვლათიდან მეტი დოვლათი.
"წლებია, ის პოლიტიკა, რასაც ივანიშვილის რეჟიმი ატარებს, შესაძლებლობას არ უტოვებს ჩვენს ქვეყანას სიღარიბიდან გამოსვლის. ეს არის სტატუს-კვო, რომელშიც მთავრობა - ბიუროკრატია ბევრ ფულს ართმევს ქვეყანას, მოქალაქეებს და ბიზნესს ჯიბიდან და შემდეგ ამას განკარგავს საკუთარი ინტერესებისთვის.
მთავარი ამოცანა არის ამ ტვირთის შემცირება, რომ მოქალაქეებს დარჩეთ საკუთარი შრომით მოპოვებული დოვლათიდან მეტი დოვლათი ჯიბეში", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
"ოპოზიციის ალიანსის" წარმომადგენლები ეკონომისტებს შეხვდნენ, სადაც ეკონომიკურ გამოწვევებსა და მაღალ ფასებზე ისაუბრეს.
თაგები:
გიგა ბოკერია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს