Logo

გიგა ბოკერია - თუ აღიარების პრობლემა არ გაქვს საზოგადოების ნაწილში, მაშინ ასეთი ბოდვა და რეპრესიული კანონი არავის მოუვა თავში

პოლიტიკა
127
Frontnews image description

ერთადერთი რეჟიმი, "ხელისუფლება", რომელიც დასჯადს ხდის თავისი ლეგიტიმაციის არაღიარებას არის ის, ვისაც არ აქვს ლეგიტიმაცია, - ამის შესახებ "ფედერალისტების" ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისივე თქმით, როცა ამგვარ ნაბიჯებს დგამს ხელისუფლება, ამის შემდეგ უკან დახევის შესაძლებლობა აღარ რჩება.

"ერთადერთი რეჟიმი, "ხელისუფლება", რომელიც დასჯადს ხდის თავისი ლეგიტიმაციის არაღიარებას არის ის, ვისაც არ აქვს ლეგიტიმაცია. თუ აღიარების პრობლემა არ გაქვს საზოგადოების ნაწილში, მაშინ ასეთი ბოდვა და რეპრესიული კანონი არავის მოუვა თავში, რომ დაიჭირონ ის, ვინც თვლის, რომ ეს ხელისუფლება არალეგიტიმურია. ეს არის იმის აღიარება, თუ რამხელა პრობლემა აქვთ და ჩვენ ეს პრობლემა, ანუ მათი არაღიარება უნდა შევინარჩუნოთ, სანამ მათ არ დავამარცხებთ. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ ცვლიან ამ გზებს, ეს იმიტომ ხდება, რომ როცა ამგვარ ნაბიჯებს დგამ, მერე უკვე ზღვარი აღარ აქვს და უნარი იმისა, რომ გაჩერდნენ. ის, რაც ივანიშვილის რეჟიმისთვისაც კი არ იყო აქამდე მოსალოდნელი, ახლა მოსალოდნელია, მაგრამ კურსი აქამდეც იგივე იყო - ამ გზაზე იდგნენ.  ის, რასაც ახლა ეს რეჟიმი აკეთებს, არის რეჟიმების ერთადერთი გზა, რომ საზოგადოების ნაწილის მაინც დეზორიენტაცია და დეორიენტაცია გამოიწვიონ.

რაც შეეხება დღევანდელ დღესთან დაკავშირებით კატასტროფულ განცხადებებს, ამ დღეს რომ ქვეყნის თანამდებობის მქონე პოლიტიკური პირი ქებას დაიწყებს საბჭოთა რეჟიმის, რომ თურმე ამ დროს აღორძინებულა საქართველო, აბსურდულია. საბჭოთა რეჟიმი ლამის პლუსად წარმოაჩინეს, რომ თურმე მის პირობებში აღმოჩნდა ეროვნული მოძრაობის ნაპერწკალი და ის, რომ ამ რეჟიმმა დახოცა სასულიერო და საერო ელიტა, ასობით ადამიანი რომ გადაასახლა, ან მორალურად გაანადგურა, ეს ამ რეჟიმის ბრალი არ იყო?!", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები