Logo

გიგა ლემონჯავა - ელენე ხოშტარია არის პატიმრობაში, რადგან არ აღიარა ეს რეჟიმი და ყველაფერს აკეთებს, რათა ეს რეჟიმი, რაც შეიძლება სწრაფად ჩამოიშალოს

პოლიტიკა
45
Frontnews
გიგა ლემონჯავა - ელენე ხოშტარია არის პატიმრობაში, რადგან არ აღიარა ეს რეჟიმი და ყველაფერს აკეთებს, რათა ეს რეჟიმი, რაც შეიძლება სწრაფად ჩამოიშალოს

ელენე ხოშტარია არ არის პატიმრობაში ბანერზე გაკეთებული წარწერის გამო, ეს მხოლოდ საბაბია. ის არის პატიმრობაში, რადგან არ აღიარა ეს რეჟიმი, არ ითანამშრომლა მასთან და ყველაფერი გააკეთა და აკეთებს, რათა ეს რეჟიმი, რაც შეიძლება სწრაფად ჩამოიშალოს, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ლემონჯავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ბრძოლას აქვს ერთი დასასრული - ეს არის ივანიშვილი ბოროტი, კრიმინალური, რუსული რეჟიმის ჩამოშლა და ქართველი ხალხის გამარჯვება.

"ელენე ხოშტარია არ არის პატიმრობაში ბანერზე გაკეთებული წარწერის გამო, ეს მხოლოდ საბაბია. ის არის პატიმრობაში, რადგან არ აღიარა ეს რეჟიმი, არ ითანამშრომლა მასთან და ყველაფერი გააკეთა და აკეთებს, რათა ეს რეჟიმი, რაც შეიძლება სწრაფად ჩამოიშალოს. ეს არის ნამდვილი მიზეზი რატომაც რჩება ის ივანიშვილის რუსული რეჟიმის პატიმრობაში. არც ერთი წამით, რაც არ უნდა მოიმოქმედოს რუსულმა რეჟიმმა, ჩვენი ბრძოლა ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის, ამ ქვეყნის მოქალაქეების ღირსეული ცხოვრების უფლებისთვის არ შეჩერდება.

ჩვენს კოალიციაში არიან ადამიანები, რომლებიც ორჯერ და სამჯერ ყოფილან ივანიშვილის რუსულ ტყვეობაში და არცერთი წამით არ ვაპირებთ, შევუშინდეთ არც ერთ დაბრკოლებას და პრობლემას, რომელსაც წარმოშობს რეჟიმი ჩვენ ვაპირებთ ვიბრძოლოთ ბოლომდე. ამ ბრძოლას აქვს ერთი დასასრული - ეს არის ივანიშვილი ბოროტი, კრიმინალური, რუსული რეჟიმის ჩამოშლა და ქართველი ხალხის გამარჯვება", - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას დაკავებიდან ერთი წელი გავიდა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები