Logo

გიგა ლემონჯავა - რუსეთი აცხადებს “დროას” არასასურველ ორგანიზაციად და მაშინვე საქართველოს პროკურატურა ყალბი მტკიცებულებების შექმნას იწყებს

პოლიტიკა
25
Frontnews
გიგა ლემონჯავა - რუსეთი აცხადებს “დროას” არასასურველ ორგანიზაციად და მაშინვე საქართველოს პროკურატურა ყალბი მტკიცებულებების შექმნას იწყებს

სახელმწიფო აყალბებს მტკიცებულებებს, ერთი მხრივ, ჩვენ წინააღმდეგ პროპაგანდისტულ ხაზს ქმნის, რომელიც პირდაპირ ემთხვევა რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ პარტია “დროას” არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებას. ეს პირდაპირ დროში ემთხვევა ერთმანეთს. რუსეთის გენერალური პროკურატურა და იუსტიციის სამინისტრო აცხადებს “დროას” არასასურველ ორგანიზაციად და მყისიერად მაშინვე საქართველოს პროკურატურა ყალბი მტკიცებულებების შექმნას იწყებს, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ლემონჯავამ განაცხადა.

მისი თქმით, არავითარი ყალბი მტკიცებულება არ უშველის იმას, რომ “ქართულ ოცნებას” გადაწყვეტილი აქვს დემოკრატიის მკვლელობა, ევროპული მომავლის დასრულება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ დარტყმა.

"გუშინ პროკურატურამ, ელენეს პარტია “დროას” და მთლიანად კოალიციას საჩუქარი გაუკეთა. საღამოს პროკურატურამ ინფორმაცია გაავრცელა, რომელიც მე მინდა წაგიკითხოთ; „2024 წლის 4 დეკემბერს ჩატარებული, "გირჩი - მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ ოფისის ჩხრეკის შედეგად, ამოღებული იყო „მოლოტოვის კოქტეილის” დამზადებისთვის საჭირო ბენზინით სავსე ბიდონები და სხვა ატრიბუტიკა“. 

მე მინდა მიზეზი გითხრათ თუ ამას პროკურატურა მას შემდეგ რატომ აკეთებს, რაც მოსამართლეთა შეკითხვებისა და ახსნა-განმარტების ეტაპის შემდეგ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ვერც სასამართლომ, ვერც პროკურატურამ, ვერც მოსარჩელე მხარემ ვერაფერი ვერ მოიფიქრა - გადაწყვიტეს რომ გზადაგზა პროცესი მიმდინარეობისას ორკესტრირებულად, თითქმის ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის, ჩართულობით ყალბი მტკიცებულების შექმნა დაეწყოთ, ეს გაუგონარი ამბავია.

მაშინ როდესაც „ქართულ ოცნებას” სასამართლოში წარსადგენად ყალბი მტკიცებულება დასჭირდა, პროკურატურა ადგა და საღამოს თერთმეტის ნახევარზე ამ ტიპის ყალბი მტკიცებულების შექმნით დაკავდა. ასევე ამ ამოღებულ ბენზინთან დაკავშირებით მინდა გავაკეთო საზოგადოებისთვის განმარტება, სხვა ბევრ ნივთთან ერთად “დროას” ოფისიდან გახმოვანების საშუალებები ამოიღეს, დინამიკები, გენერატორები და საწვავი, რომელიც ამ გენერატორებისთვის იყო საჭირო. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩხრეკა-ამოღების ოქმში დაფიქსირებულია და ეს ბენზინი, რომელზეც ახლა პროკურატურა საუბრობს და ცდილობს, რომ ჩვენ წინააღმდეგ ყალბი მტკიცებულება შექმნას, სინამდვილეში ხმის აპარატურისთვისაა, რომელსაც სჭირდება გენერატორი, რომელსაც სჭირდება ბენზინი.

მთავარი ამ ყველაფერში არის შემდეგი, რომ სახელმწიფო აყალბებს მტკიცებულებებს, ერთი მხრივ, ჩვენ წინააღმდეგ პროპაგანდისტულ ხაზს ქმნის, რომელიც პირდაპირ ემთხვევა რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ პარტია “დროას” არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებას. ეს პირდაპირ დროში ემთხვევა ერთმანეთს. რუსეთის გენერალური პროკურატურა და იუსტიციის სამინისტრო აცხადებს “დროას” არასასურველ ორგანიზაციად და მყისიერად მაშინვე საქართველოს პროკურატურა ყალბი მტკიცებულებების შექმნას იწყებს. არავითარი ყალბი მტკიცებულება არ უშველის იმას, რომ “ქართულ ოცნებას” გადაწყვეტილი აქვს დემოკრატიის მკვლელობა, ევროპული მომავლის დასრულება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ დარტყმა.

ივანიშვილსა და მის რეჟიმს ცხადია რისი ეშინია, მშვიდობიანი, გულწრფელი პროტესტის, ამიტომ ყველას მოგიწოდებთ, 28 ნოემბერს საღამოს შვიდ საათზე თსუ-თან ვიკრიბებით. ეს დღე არის მნიშვნელოვანი, უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი და ამ რეჟიმის წინააღმდეგ მშვიდი, პრინციპული წინააღმდეგობა გავაგრძელოთ, რაც აუცილებლად ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება”, - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები