გიგი გიგიაძე - 12 ოქტომბერს საუბარი იქნება იმ მდგომარეობაზე, რომელიც არის საქართველოში, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე

ავტორი
Frontnews საქართველო
ენა, რომელიც შეარჩია ევროკავშირმა ბოლო პერიოდში, უმკაცრესი გზავნილები, რომელსაც ჩვენ ვისმენთ ევროკავშირის პარლამენტისა და ევროკავშირის კომისიის მხრიდან, იქნება კიდევ უფრო გამკაცრებული, დარწმუნებული ვარ, - ამის შესახებ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსმა მკვლევარმა გიგი გიგიაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მოსალოდნელია, რომ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე გამახვილდება ყურადღება, რომელიც დგას დღის წესრიგში.
"ენა, რომელიც შეარჩია ევროკავშირმა ბოლო პერიოდში, უმკაცრესი გზავნილები, რომელსაც ჩვენ ვისმენთ ევროკავშირის პარლამენტისა და ევროკავშირის კომისიის მხრიდან, იქნება კიდევ უფრო გამკაცრებული, დარწმუნებული ვარ. 12 ოქტომბერს საუბარი იქნება იმ მდგომარეობაზე, რომელიც არის საქართველოში, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, იმ რეალობაზე, რომელიც შექმნა "ქართულმა ოცნებამ" ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე, როდესაც საქართველოში არის წარმოუდგენლად დიდი რაოდენობა პოლიტპატიმრებისა, როდესაც მაქსიმალურად არის შეზღუდული საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება. ასევე, როდესაც იდევნება მაქსიმალურად ნებისმიერი თავისუფალი აზრი და ასევე ოპოზიციური პარტიები არიან რეალურად, იმ საფრთხის წინაშე, რომ შეიძლება მოხდეს მათი "სამართლებრივი" გაუქმება. ჩვენ ველოდებით, რომ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე გამახვილდება ყურადღება, რომელიც დგას დღის წესრიგში ჩვენს შორის", - განაცხადა გიგი გიგიაძემ.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს შესახებ იმსჯელებენ.
თაგები:
გიგი გიგიაძე




