
ავტორი
Front News საქართველო
ამ მარტივი მაგალითით შეგვიძლია დავინახოთ, რა განსხვავებაა ივანიშვილის რეჟიმსა და ევროინტეგრირებულ ქვეყნებს შორის და რატომ უხსნის ევროკავშირი მოლაპარაკებებს უკრაინასა და მოლდოვას და არა საქართველოს, - ამის შესახებ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსმა მკვლევარმა გიგი გიგიაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა რეჟიმი ელენე ხოშტარიას სადამსჯელო ოპერაციას ატარებს.
"ჩვენ ახლა თვალს ვადევნებთ იმ პროცესს, როდესაც ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად უარესდება. ჩვენ ამ ერთი ფაქტითაც შეგვიძლია დავინახოთ, რა დიდი განსხვავებაა საქართველოსა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს შორის. რაც ელენე ხოშტარიასთან მიმართებით ხდება, ეს არის სადამსჯელო ოპერაცია რეჟიმის, რომლითაც ცდილობენ, დასაჯონ პოლიტიკოსი ქალი "მარკერით" წარწერის გამო, რაც ვერცერთ ცივილურ ქვეყანაში ვერ შეიძლება ჩაითვალოს რაიმე სახის დანაშაულად. ამ მარტივი მაგალითით შეგვიძლია დავინახოთ, რა განსხვავებაა ივანიშვილის რეჟიმსა და ევროინტეგრირებულ ქვეყნებს შორის და რატომ უხსნის ევროკავშირი მოლაპარაკებებს უკრაინასა და მოლდოვას და არა საქართველოს. სოლიდარობა ელენე ხოშტარიას", - განაცხადა გიგი გიგიაძემ.
ადვოკატ შოთა თუთბერიძის განცხადებით, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის პრობლემები აღენიშნება, კერძოდ, აქვს სახსრების ძლიერი ტკივილი, მოძრაობის გაძნელება, ვერ ახერხებს ზოგჯერ წერასაც კი და გადაადგილებისას სჭირდება ჯოხი.
თაგები:
გიგი გიგიაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს