Logo

გიგი გიგიაძე - არჩევანი შეჩერებულია იმ ადამიანებზე, ვინც ბოლომდე ეთანხმება "ქართული ოცნების" საგარეო კურსს, ანუ, არარსებულ კურსს

პოლიტიკა
357
Frontnews image description

არჩევანი შეჩერებულია იმ ადამიანებზე, ვინც თავიდან ბოლომდე ეთანხმება "ქართული ოცნების" საგარეო კურსს, ანუ, არარსებულ კურსს, - ამის შესახებ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსმა მკვლევარმა გიგი გიგიაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო აღარ ემსახურება ქართველ ხალხს.

"არჩევანი შეჩერებულია იმ ადამიანებზე, ვინც თავიდან ბოლომდე ეთანხმება "ქართული ოცნების" საგარეო კურსს - ანუ, არარსებულ კურსს და იზიარებს მათ პოლიტიკურ პრინციპებს. აქედან გამომდინარე, გაუგებარი აქ, მე მგონი, არაფერი არ არის.

აქ საუბარი არის იმაზე, თუ ვის წარადგენენ ისინი ელჩებად, არამედ საუბარია იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღარ ემსახურება ქართველ ხალხს, ისინი დიდი ხანია აღარ ასრულებენ ქართველი ხალხის ნებას", - განაცხადა გიგი გიგიაძემ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიაში საქართველოს ელჩად ალექსანდრე კარტოზია დაინიშნა, ნატოში საქართველოს წარმომადგენლად კი ირაკლი ბერაია.

Advertisement