გიგი გიგიაძე - ძალიან საინტერესო დოკუმენტია, ნახსენებია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ჯარის გაყვანა

ავტორი
Front News საქართველო
ვფიქრობ, მადლობა უნდა გადავუხადოთ ქალბატონ კალასს იმისთვის, რომ ევროპას ახსოვს საქართველო, - ამის შესახებ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსმა მკვლევარმა გიგი გიგიაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპა ამტკიცებს, რომ არანაირ ახალ საზღვრებს არ აღიარებს.
"ვფიქრობ, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი დოკუმენტია, სადაც ნათლად არის გაწერილი, თუ როგორ ხედავს ევროკავშირი რეალობას ევროპის კონტინენტზე. ისინი ინარჩუნებენ სწორედ ლოგიკურ და თანმიმდევრულ პოზიციას, რომელიც ევროკავშირმა დაიკავა და პირდაპირ ამბობენ, რომ ევროპა არ აპირებს ახალი საზღვრების აღიარებას, ანუ, არ აღიარებენ რუსეთის მიერ მიტაცებულ ტერიტორიებს და არც საზღვრების გადახედვა არ განიხილება.
ძალიან საინტერესო დოკუმენტია. აქ ნახსენებია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ჯარის გაყვანა, ვფიქრობ, მადლობა უნდა გადავუხადოთ ქალბატონ კალასს იმისათვის, რომ ევროპას ახსოვს საქართველო", - განაცხადა გიგი გიგიაძემ.
ევროკავშირმა კაია კალასის ხელმძღვანელობით, სამუშაო დოკუმენტი გაავრცელა, სადაც რუსეთთან მოლაპარაკებების პირობებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარის გაყვანაზეა საუბარი.
თაგები:
გიგი გიგიაძე




