გიგი გიგიაძე - ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების აზრი

ავტორი
Front News საქართველო
ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების აზრი, - ამის შესახებ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსმა მკვლევარმა გიგი გიგიაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირი ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო საზოგადოების აზრს და მის შეფასებას, თუ როგორ ვითარდება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები.
"ეს ნიშნავს იმას, რომ უპირველესად, ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების აზრი, ეს ნიშნავს იმას, რომ სამოქალაქო საზოგადოება თამაშობს უმნიშვნელოვანეს როლს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში და ნებისმიერი განცხადება, რომელიც აქედან იქნება წასული, გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება და ევროკავშირი, რასაკვირველია, ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო საზოგადოების აზრს და მის შეფასებას, თუ როგორ ვითარდება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები", - განაცხადა გიგი გიგიაძემ.
ევროკავშირის წარმომადგენლობა გაფართოების პაკეტის ფარგლებში საქართველოს შესახებ 2026 წლის წლიურ ანგარიშს ამზადებს, რომელიც თანამშრომლობისთვის იმ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს იწვევს.
თაგები:
გიგი გიგიაძე




