
ავტორი
Front News საქართველო
ადამიანები, რომლებსაც ეს პარტია ატყუებს, რომ ყველაფერი მალე დალაგდება და მორჩება, ამ ადამიანების დასანქცირება იქნება ძალიან მტკივნეული “ქართული ოცნებისთვის”, – ამის შესახებ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსმა მკვლევარმა გიგი გიგიაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პოლიტიკოსები, რომლებიც ახლა საქართველოში მიმდინარე პროცესებს ამართლებენ, დასანქცირდებიან.
“მე მიმაჩნია, რომ ის პოლიტიკოსები, რომლებიც ახლა საქართველოში მიმდინარე პროცესებს ამართლებენ და მონაწილეობენ კანონშემოქმედებაში, რაც მიზნად ისახავს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უფლებების შევიწროებას, ეს ადამიანები უნდა მოხვდნენ სანქციების ქვეშ. უნდა ესმოდეთ, რომ თუ არ შეწყვეტენ ამ ქმედებებს, საფრთხე ემუქრებათ, რომ ევროპა მათ დაასანქცირებს და განუმარტავს, რატომ მოხდება სანქცირებული.
ადამიანები, რომლებსაც ეს პარტია ატყუებს, რომ ყველაფერი მალე დალაგდება და მორჩება, ამ ადამიანების დასანქცირება იქნება ძალიან მტკივნეული “ქართული ოცნებისთვის”, – განაცხადა გიგი გიგიაძემ.
თაგები:
გიგი გიგიაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს