გიგი გიგიაძე - მინდა, ვუსურვო გერმანიის ახლა ელჩს გამძლეობა და იმედი გამოვთქვა, რომ იქნება ისეთივე პრინციპული, როგორიც იყო მისი წინამორბედი

ავტორი
Front News საქართველო
“ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ ჩვენს უახლოეს პარტნიორთან, ჩვენს ყველაზე დიდ მხარდამჭერთან, რეალურად, დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან, აი, ამ ნიშნულამდე დაეყვანა ორმხრივი ურთიერთობები, - ამის შესახებ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსმა მკვლევარმა გიგი გიგიაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ის ახალ ელჩს უსურვებს, რომ ამ რთულ პერიოდში შეძლოს თავისი მოვალეობის სრულფასოვნად შესრულება.
"ის მდგომარეობა, რომელიც დღეს შეიქმნა საქართველო-გერმანიის ურთიერთობებში არის სრულიად უპრეცედენტო თავისი სიმწვავის ხასიათიდან გამომდინარე. “ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ ჩვენს უახლოეს პარტნიორთან, ჩვენს ყველაზე დიდ მხარდამჭერთან, რეალურად, დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან, აი, ამ ნიშნულამდე დაეყვანა ორმხრივი ურთიერთობები.
რამდენად შეძლებს ახალი ელჩი “ოცნებასთან“ ურთიერთობის დარეგულირებას, ამაში ძალიან დიდი ეჭვი მეპარება, რეალურად, “ქართული ოცნება“ არ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც დაინტერესებულია არა მარტო გერმანიასთან, არამედ რომელიმე ევროპულ ქვეყანასთან ურთიერთობების დარეგულირებით, თავად ევროკავშირთანაც ურთიერთობის გამოსწორებით. ისინი გააგრძელებენ იმავე რიტორიკას, იმავე პოლიტიკას, ისეთივე გზავნილებს, რომლებიც აქვთ დღევანდელ დღეს, შესაბამისად, ვერც გერმანია და ვერცერთი გერმანიის ახალი ელჩი, ვერ შეეგუება და ამაზე თვალს ვერ დახუჭავს, ფიზიკურად.
მე მინდა, ვუსურვო გერმანიის ახლა ელჩს გამძლეობა, მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ ის იქნება ისეთივე პრინციპული, როგორიც იყო მისი წინამორბედი და ყველაფერს დაარქმევს საკუთარ სახელს", - განაცხადა გიგი გიგიაძემ.
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩის ბარბარა ფოსის განცხადებით, არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობებს საქართველოსთან.
თაგები:
გიგი გიგიაძე




