Logo

გიგი კალანდაძე - ფარცხალაძე რომ ჩამოვა უკრაინაში, თუ შესწევს ამის ვაჟკაცობა, ჩაიდოს ხორბლის მარცვალი და კარტოფილი, კარგი გასანოყიერებელი საშუალება იქნება 

უკრაინაპოლიტიკა
160
Frontnews
გიგი კალანდაძე - ფარცხალაძე რომ ჩამოვა უკრაინაში, თუ შესწევს ამის ვაჟკაცობა, ჩაიდოს ხორბლის მარცვალი და კარტოფილი, კარგი გასანოყიერებელი საშუალება იქნება 

ეს არის "ქართული ოცნების" სახე, რუსული ოცნების მიზანი, რომ შემდეგ პრემიერ-მინისტრი იყოს ამ რიგებში. მე ვუსურვებ მათ, "ოცნების" ყველა მაღალი თანამდებობის ყველა პირი ჩაერთოს ამ ბატალიონში და შეუერთდეს მოხალისეთა რაზმს, - ამის შესახებ საქართველოს გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა და ბრიგადის გენერალმა გიგი კალანდაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მსგავსი ქვედანაყოფები უკრაინას ვერაფერს დააკლებს.

"ფარცხალაძე რომ ჩამოვა უკრაინაში, თუ შესწევს მას ამის ვაჟკაცობა, როგორც ჩემი მეგობარი ევგენი ამბობს, ჩაიდოს ხორბლის მარცვალი და კარტოფილი, კარგი გასანოყიერებელი საშუალება იქნება უკრაინისთვის. მინდა ვთქვა, რომ უკრაინის თავდაცვის ბიუჯეტი უკვე საფრანგეთისაზე დიდია, უკრაინის სამხედრო მრეწველობა ევროპის ბევრ ქვეყანაზე რამდენჯერმე დიდია და ჩვენ ჩვენი წარმატებით კიდევ ვეხმარებით ჩვენს სხვა პარტნიორ ქვეყნებს, ასე რომ, უკრაინას ვერანაირი სამარცხვინო ქვედანაყოფები ვერაფერს ვერ უზამენ. ეს არის "ქართული ოცნების" სახე, რუსული ოცნების მიზანი, რომ შემდეგ პრემიერ-მინისტრი იყოს ამ რიგებში. მე ვუსურვებ მათ, "ოცნების" ყველა მაღალი თანამდებობის ყველა პირი ჩაერთოს ამ ბატალიონში და შეუერთდეს მოხალისეთა რაზმს", - განაცხადა გიგი კალანდაძემ.

რუსული TASS-ის ცნობით, რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად "საერთაშორისო მოხალისეთა" ქვედანაყოფი "გეორგიევსკი" შეიქმნა, რომელსაც საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი და "სპეციალური სამხედრო ოპერაციის ვეტერანი" ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე ხელმძღვანელობს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები