გიგი კალანდაძე – უკრაინის შეიარაღებული ძალები ისეთი ძლიერია, როგორც არასოდეს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალები ისეთი ძლიერია, როგორც არასოდეს, – ამის შესახებ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილმა უფროსმა გიგი კალანდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, დასავლეთის მიერ გამოყოფილი სამხედრო დახმარების ნაწილი უკვე წინა ხაზზეა.
“თავდაცვის სამინისტრო ამ კონკრეტულ შეიარაღებაზე, რომელიც უკვე წინა ხაზზეა, გარკვეული ხნის შემდეგ აცხადებს. დასავლური ტექნიკა ძალიან გვეხმარება. დასავლურმა საარტილერიო საშუალებებმა, რომელმაც ძალიან დიდი გარდატეხა მოახდინა საჰაერო უზრუნველყოფის მხრივ, სულ ჩამოშალა რუსეთის საბრძოლო უზრუნველყოფა.
ეს არის კომპლექსური წინააღმდეგობა დასავლეთთან ერთად. უკრაინა იგერიებს რუსეთის ამ ფართომასშტაბიან შემოტევას.
ქართველების ბატალიონის მეთაურის ზურაბ ჩიხლაძის დიდი ძალისხმევით გათავისუფლდა რამდენიმე დასახლებული პუნქტი. მინდა გავამხნევო ყველა, უკრაინის შეიარაღებული ძალები ისეთი ძლიერია, როგორც არასოდეს“, – განაცხადა გიგი კალანდაძემ.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს