
ავტორი
Front News საქართველო
მე ასე ვფიქრობ, ყოველგვარი სპეკულაციების გარეშე, ჯერ ერთი ადეკვატურია, რომ ასეთ ვითარებაში, რაც რეგიონში ხდება - ირანსა და უკრაინაში ომია, დაინტერესება მაღალია აშშ-ის მხრიდან და ეს კომუნიკაცია არსებობს ამ კონკრეტულ მომენტში, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგი წერეთელმა განაცხადა.
მისივე თქმით, ვერანაირი სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანასთან ვერ მოხდება იმ მასშტაბით, რაც ქვეყანას სჭირდება თუ დემოკრატია არ იქნება.
"მე ასე ვფიქრობ, ყოველგვარი სპეკულაციების გარეშე, ჯერ ერთი ადეკვატურია, რომ ასეთ ვითარებაში, რაც რეგიონში ხდება - ირანსა და უკრაინაში ომია, დაინტერესება მაღალია აშშ-ის მხრიდან და ეს კომუნიკაცია არსებობს ამ კონკრეტულ მომენტში. მე ვფიქრობ, რომ ეს სწორედ ამას შეეხებოდა. ერთი რამ ყველამ კარგად უნდა დაიმახსოვროს, რომ ვერანაირი სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანასთან ვერ მოხდება იმ მასშტაბით, რაც ქვეყანას სჭირდება თუ დემოკრატია არ იქნება, არ იქნება თავისუფალი არჩევნები და პოლიტპატიმრების პირობებში ეს არ მოხდება. არის რეგიონული საკითხები - რაც მეტად იქნება ამერიკა ჩართული საქართველოს საკითხებში, რაც მეტად მოაქცევს თავისი ყურადღების ქვეშ, ნაკლებ მავნებლობას ჩაიდენს ხელისუფლება დღეს", - განაცხადა გიგი წერეთელმა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორის 30 მარტს სატელეფონო საუბარი შედგა.
თაგები:
გიგი წერეთელი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს