Logo

გიგი წერეთელი - ნამდვილად არ მინდა, რომ ეს პროცესი რაღაცნაირად დაზარალდეს ვინმეს ამბიციით, ვინმეს ეგოთი 

პოლიტიკა
178
Frontnews image description

მე არ ვარ "რეფერი" და არც ჩვენი პარტია არ არის ახლა ვინმეს მოსამართლე, ან რომელიმე მხარის დამჭერი, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა და ოპოზიციის ალიანსის წარმომადგენელმა გიგი წერეთელმა განაცხადა.

მისივე თქმით, მას არ სურს ოპოზიციაში პროცესები ვინმეს პირადი ინტერესის გამო დაზიანდეს.

"მე არ ვარ "რეფერი" და არც ჩვენი პარტია არ არის ახლა ვინმეს მოსამართლე, ან რომელიმე მხარის დამჭერი.

ჩვენც გვაქვს ძალიან ბევრი ძველი ისტორია, მაგრამ ამას არც ვახვევთ თავს და არც ვარჩევთ. ყველა განცხადებას, ყველა ქმედებას აქვს თავისი პასუხისმგებლობა და ჩვენს უკან არიან ადამიანები.

ნამდვილად არ მინდა, რომ ეს პროცესი რაღაცნაირად დაზარალდეს ვინმეს ამბიციით, ვინმეს ეგოთი და რაღაც თავისი ინტერესით", - განაცხადა გიგი წერეთელმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "მასთან დაპირისპირებულ ოპოზიციონერებს ლუზერის ფსიქოლოგია ჩამოუყალიბდათ".

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები