გიგი წერეთელი - ყველას უნდა ესმოდეს, რომ თითოეული დღე, მათთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი

ავტორი
Front News საქართველო
მორალს მოკლებულია იმაზე საუბარი, რომ დღეს არსებული სრულიად თანამედროვე მედიკამენტები თითქოს არ არის ეფექტური. ყველას უნდა ესმოდეს, რომ თითოეული დღე, მათთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ ოპოზიციის ალიანსის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა განაცხადა.
მისივე თქმით, დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის მედიკამენტების საკითხი არის სასწრაფოდ მოსაგვარებელი.
"მოვისმინეთ მშობლების ძალიან ემოციური ბრიფინგი და კარგად გვესმის ამ ვითარების სიმწვავე და დრამატულობა, გვესმის, როგორც მოქალაქეებს, მშობლებს, პოლიტიკოსებს და როგორც ექიმებს. ძალიან კარგად გვესმის თუ რას ნიშნავს ასეთი სიტუაციის დრამატიზმი. ეს არის იმ ვითარების გამოძახილი, რომელიც არის დღეს ქვეყანაში, როცა არ არის სისტემური პროფესიონალური მიდგომა, როცა არ არის ანგარიშვალდებულება ხალხთან და არის ძალიან მაღალი კორუფცია და საბიუჯეტო თანხების უმიზნოდ ხარჯვა, რა თქმა უნდა, ეს ვითარება შეიქმნება, არა მხოლოდ ამ შემთხვევაში, არამედ მომავალშიც. ამიტომ, მორალს მოკლებულია იმაზე საუბარი, რომ დღეს არსებული სრულიად თანამედროვე მედიკამენტები თითქოს არ არის ეფექტური. ყველას უნდა ესმოდეს, რომ თითოეული დღე, თვე და წელი ამ ოჯახებისთვის, ამ ადამიანებისთვის და ამ ბავშვებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი და ეს საკითხი არის მოსაგვარებელი. ის კი არა, რომ 30 მილიონი დაიხარჯოს ნახევარ წელიწადში მანქანების შესყიდვაზე, არამედ ეს თანხები იყოს მიმართული ამ და სხვა დაავადებების სამკურნალოდ, პრობლემის მოსაგვარებლად და არა დისტანცირებისთვის რაღაც სტანდარტული ფრაზეოლოგიით ან არასაკმარისი სერვისები შეთავაზებით", - განაცხადა გიგი წერეთელმა.
თაგები:
გიგი წერეთელი




