გიგი უგულავა – გახარია არის ობოლი “ქოცი”, რომელიც გამოაგდეს “საქოცეთიდან”, ისიც უნდა განგვიმარტოს, “ქოცია” თუ “ევროქოცია”


ავტორი
Front News საქართველო
გახარია არის ობოლი “ქოცი”, რომელიც გამოაგდეს “საქოცეთიდან”. ეს იყო მომზადება კიდევ უფრო დიდი ღალატისთვის, რომ ადგილობრივ არჩევნებზე შეეტენოს, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ გიორგი გახარიას საგამოძიებო კომისიაზე მისვლასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, გიორგი გახარიამ უნდა განმარტოს, “ქოცია” თუ ევროქოცია.
“იქ, სადღაც ჯურღმულში მიღებული გადაწყვეტილება, თუ არ მოგწონდათ ეს გადაწყვეტილება, რატომ იღებდით? გახარია არის ობოლი “ქოცი”, რომელიც გამოაგდეს იმ ” საქოცეთიდან”. თვითონაც ძალიან კარგად იცის, რომ მაგ პარლამენტიდან არცერთი პარტია არ იყურება, მაგრამ ამ “ქოცში” რომ ზის, უნდა, რომ სხვებიც გათხვაროს და ეს რაღაც ჭორაობა შემოაგდო.
ეს იყო მომზადება კიდევ უფრო დიდი ღალატისთვის, რომ ადგილობრივ არჩევნებზე შეეტენოს ისე ყოველგვარი წინაპირობების გარეშე და როგორც “იაბლოკო” და “ელდეპეერი” პუტინს “უპრავებენ” არჩევნებს, ამისთვის ემზადება, კატასტროფისთვის ემზადება.
ისიც უნდა განგვიმარტოს, “ქოცია” თუ ევროქოცია. ანუ რა განსხვავებაა მას და ივანიშვილის ამ შაპიტოს, ამ მავნებლებს შორის? ეს ზღვარი წაიშალა და ეს სიცხადე მან თავიდან უნდა შემოიტანოს, სხვანაირად ურთიერთობა ძალიან გაჭირდება”, – განაცხადა გიგი უგულავამ.
თაგები:
გიგი უგულავა

გიგი უგულავა – თუ ვინმეს ხმა არ აქვს ამოსაღები არაფერზე, ეს არის გახარია

გიგი უგულავა – “ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გახდეს “ქოლგა პარტია“, სადაც ბევრი პოლიტიკოსი თუ პოლიტიკური ჯგუფი შევა

გიგი უგულავა – სახელმწიფოებრივი კრიზისის დროს უნდა იცოდე, ვინ არის მტერი, ვინ არის ზომბი, ადამიანებმა ხელის ჩაჭიდება უნდა ვიცოდეთ ერთმანეთთან