გიგი უგულავა - გულწრფელად გამიხარდა მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის გათავისუფლება, ჩემთვის "ლელო" დამთავრდა მაშინ, როცა 4 ოქტომბრის ფარსში გადაწყვიტეს მონაწილეობა

ავტორი
Front News საქართველო
მე ძალიან და გულწრფელად გამიხარდა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გათავისუფლება. პოლიტიკურ მხარეს რაც შეეხება, ჩემთვის "ლელო" დამთავრდა მაშინ, როცა 4 ოქტომბრის ფარსში გადაწყვიტეს მონაწილეობა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, სასიხარულოა, როცა პოლიტიკური პატიმარი საპატიმროს ტოვებს.
"მე ძალიან და გულწრფელად გამიხარდა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გათავისუფლება. ან საერთოდ როგორ შეიძლება ადამიანს არ გაგიხარდეს უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლება და რომ ისინი უკანონო, პოლიტიკურ ტყვეობაში იყვნენ ამაზე საერთოდ არ ვდავობთ, ცხადია, თუ ქოცი არ ხარ. ამიტომ ამ ნაწილში უსინდისობაა ადამიანს რაიმე აძახო. მათი დაჭერაც პოლიტიკური აქტი იყო, გამოშვებაც. არც დაჭერას ეკითხებიან პატიმარს და არც გამოსვლას. აქ წერტილი.
პოლიტიკურ მხარეს რაც შეეხება, ჩემთვის "ლელო" დამთავრდა მაშინ როცა 4 ოქტომბრის ფარსში გადაწყვიტეს მონაწილეობა და ეს არჩევანი მათ დაჭერამდე გააკეთეს. ეს უპატიებელი, ისტორიული და ამორალური შეცდომაა. ამ შეცდომის შედეგებს სამწუხაროდ ქვეყანა და თითოეული ჩვენგანი კიდევ მოვიმკით. სამწუხაროდ, არც იმის მჯერა, რომ უარს იტყვის ლელო 4 ოქტომბრის ბელარუსიზაციის გაფორმებაში მონაწილეობაზე. ძალიან გამიხარდებოდა, მაგრამ არ მჯერა.
თავისუფლება რეჟიმის ყველა ტყვეს", - წერს გიგი უგულავა.
პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერები ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე შეიწყალა.
თაგები:
გიგი უგულავა




