გიგი უგულავა მარნეულის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი


ავტორი
Front News საქართველო
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა მარნეულის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი, სადაც 48 საათის განმავლობაში დარჩება. მისი ადგილსამყოფელი 4 საათის განმავლობაში უცნობი იყო.
ადვოკატ გიორგი კონდახაშვილის თქმით, გიგი უგულავა სრულიად უკანონოდაა დაკავებული.
“აბსოლუტურად უკანონოდაა გიგი უგულავა დაკავებული, ადამიანების რაოდენობა თუ კი არის იმ მოცულობის, რომლითაც ხდება გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა, ეს გათვალისწინებულია როგორც კონსტიტუციით, ასევე საქართველოს კანონმდებლობით” , – განაცხადა კონდახაშვილმა.
გიგი უგულავა ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული. ის თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დღეს მას შემდეგ დააკავეს, რაც პოლიციამ აქტივისტების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენე, რასაც ადამიანების გზის სავალი ნაწილის დაკავება მოყვა. ამის შემდეგ კი ისინი გზის გადაკეტვისა და პოლიციის წინაღმდეგობის ბრალდებით დააკავეს.
თაგები:
გიგი უგულავა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს