Logo

გიგი უგულავა - საჯაროდ გთავაზობთ, რომ აუცილებლად მოგეცემათ პრემია ყველას, ვინც რეჟიმს გადაუდგება

პოლიტიკა
481
Frontnews image description

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, გამოექანეთ, კალაძემ იცის, საიდან, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს. 

გიგი უგულავა ყველა ძალოვანი სისტემის თანამშრომელს საჯაროდ სთავაზობს, რომ რომ აუცილებლად მიეცემათ პრემია ყველას, ვინც რეჟიმს გადაუდგება. 

"აი, ამ ინტერვიუს გამო დააკავეს. იგი საჯაროდ დაჰპირდა, რომ მომავალში საჯარო მოხელეებს პრემიას მისცემდა თუ რეჟიმს გადაუდგებოდნენ. ფაქტობრივად, ნებისმიერი საარჩევნო დაპირება, მაგალითად პენსიის გაზრდა, იგივე ქრთამის მიცემაა. სიგიჟე, სიდებილე. მოკლედ:

ყველა ძალოვანი სისტემის თანამშრომელს საჯაროდ გთავაზობთ, რომ აუცილებლად მოგეცემათ პრემია ყველას, ვინც რეჟიმს გადაუდგება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - გამოექანეთ. კალაძემ იცის, საიდან. ხაბე, გაუძელ, ძმაო", - წერს გიგი უგულავა.

სუსმა "ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ბრალდებით დააკავა.

Advertisement