
ავტორი
Front News საქართველო
ფოთის მერობის კანდიდატად წარდგენისას გიგი უგულავამ ყველას აცრისკენ მოუწოდა.
“მინდა, ჩემი აზრით, ერთი აუცილებელი მოწოდება გავაკეთო. მეგობრებო, საკუთარი თავისთვის, ღვთის გულისთვის, ჩვენი და ჩვენი მეგობრების გულისთვის, ყველანი უნდა ავიცრათ. არჩევნებს აქ არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენ არ შეიძლება და ვერ გვექნება იმ ხელისუფლების იმედი, რომელიც არა კოვიდთან ბრძოლით, არამედ კივიდპიარით არის დაკავებული.
ეს ხელისუფლება მზად არის, პიარს ამსხვერპლოს უკვე ათასობით ადამიანი. ეს ყველაფერი არის შედეგი მატრაბაზობის, კორუფციის, ნეპოტიზმის და რაც მთავარია, სრულიად უხამსი პიარის. ჩვენ წელიწადნახევარია, ვხედავთ მხოლოდ პოლიტიკური ქულების შეგროვების უნიჭო მცდელობას, ადამიანების ჯანმრთელობის და სიცოცხლის ხარჯზე. ამიტომ ნუ გვექნება ამ ხალხის იმედი, გვქონდეს საკუთარი თავის იმედი და გვქონდეს ჩვენი გარემოცვის, თქვენი მეგობრების იმედი. გაუფრთხილდით მათ და გაუფრთხილდით ყველას.
ამიტომ აცრას ალტერნატივა არ აქვს. ისევ ვიმეორებ, ამას პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს. ამას აქვს ადამიანობასთან კავშირი. ღვთის გულისთვის, ყველამ, ყველამ, ყველამ გავითვალისწინოთ ეს“, – განაცხადა უგულავამ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს